ცალკე ჭურჭელში წამოადუღეთ ოსპი 15-20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გადაავლეთ წყალი. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დააყარეთ ოსპი, დაასხით დაახლოებით 1,5-2 ლ წყალი (გააჩნია რა სისქის სუპი გინდათ).
ხარშეთ დაახლოებით 20-25 წუთი. (გასინჯეთ ოსპი, ის უნდა იყოს სანახევროდ მზად), ჩაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ათი წუთის შემდეგ დაჭრილი წიწაკა და სუნელები. სულ ბოლოს, დაამატეთ მწვანილი და დაჭრილი ნიორი. სასურველია სუპი ზეითუნის ზეთზე მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
200 გრ ოსპი,
3 საშუალო კარტოფილი,
1-2 წითელი ბულგარული წიწაკა,
1 სტაფილო,
2 თავი ხახვი,
3 კბილი ნიორი,
1 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი,
ამდენივე პაპრიკა,
1 კონა ოხრახუში,
მწვანე ხახვი.
სურვილისამებრ ქინძი და კამა.
perfectcook.org