„მაშინაც მისმენდნენ, ინახავედნენ და ახლაც მისმენენ“

„მაშინაც მისმენდნენ, ინახავედნენ და ახლაც მისმენენ“

ადვოკატი, ლია მუხაშავრია for-ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უსმენენ და ამასთან, სხვა ოპერატიული ღონისძიებებიც ტარდება მის მიმართ. ადვოკავი ამბობს, რომ ორგანიზაციის ვებ-გვერზე განხორციელდა კიბერ-თავდასხმა და მთლიანად წაიშალა 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის მანძილზე დადებული სიახლეები. მუხაშვრია მისი პერსონით დაინტერესებას მის პროფესიულ საქმიანობას და ბოლო პერიოდში ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მწვავე კრიტიკას უკავშირებს.

for-ge. ლია მუხაშვარიას ესაუბრა.

ქალბატონო ლია, ჩვენთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ გისმენენ, ხორციელდება თქვენი თვალთვალი, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რის საფუძველზე აკეთებთ მა განცხადებას?

- შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის პერიოდში ძალიან აქტუალური იყო თემა ფარული და აუდო ჩანაწერების შესახებ. ვთხოვე მას, რომ თუ მის ხელთ იყო რაიმე ფარაული ჩანაწერი ჩემს შესახებ, მოეცა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდი მას და ნუ გაანადგურებდნენ ვინდე არ მექნებოდა ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არაა საჯარო ინფორმაცია, თუმცა პერსონალს აქვს უფლება, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეს არასაჯარო ინფორმაციაზე, თუ კი ეს მას შეეხება.

რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ყოფილიყო რაიმე სახის ჩანაწერი?

- ჩემი მოთხოვნის საფუძველი გახლდათ ის, რომ 25 წელია ადვოკატი ვარ და ამ პერიოდში თუ კი კანონიერად უსმენდნენ ჩემს კლიენტს და ამ პერიოდში მე მან დამირეკა, იგულისხმება, რომ ჩემს მიმართ ჩანაწერი არის. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უკანონოზე იყო მითითება, არამედ კანონიერზეც. ძალიან დასაბუთებული ვარაუდი მაქვს იმის შესახებ, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს და ინახება. შსს-დან ამაზე მივიღე ძალიან შეუსაბამო პასუხი. ეს პასუხები მაქვს და შემიძლია დაინტერესებულ პირს ვაჩვენო. ამის შემდეგ განმეორებით მივმართე, მეორედ მივიღე პასუხი, რომ რადგან გამოძიება მიდის, გამოძიება კონფიდენციალურია და კონფიდენციალურ ინფორმაციებს მე ვერ გამაცნობდნენ.

ამ პასუხებიდან ვვარაუდობ, რომ მართლაც არის ასეთი მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტყოდნენ, რომ ასეთი რამ არ არის. ამის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და არანაიარი პასუხი გამოძიების შედეგების მე არ მიმიღია. გამოძიება ისე წავიდა, რომ არანიარი შედეგი არ დადგა, მაშინ რატომ არ იფიქრა ღარიბაშვილმა, რომ იმ საქმეს თუ უწერია სასამართლოში წასვლა, რამდენად არის განმტკიცებული მტკიცებულებით და რამდენად შეიძლება სასამართლომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე?

მაშინაც მისმენდნენ და ინახავდნენ და ახლაც მისმენენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ, როდესაც გადავდივარ უცხო ენაზე, მაშინვე ითიშება ტელეფონი. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მოხდა კიბერ-თავდასხმა, წაიშალა 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის მანძილზე დადებული სიახლეები, ეს მოხდა როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან გვერდზე.

რას უკავშირებთ თქვენი პერსონით ასეთ დაინტერესებას?

- ამის მტკიცებულების წარდგენა მე არ შემიძლია, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზულ პრობლემას ვუქმნი საქართველოს მთავრობას ევროპულ სტრუქტურებში. შემიძლია ძალიან დარწმუნებით განვაცხადო, რომ არსებობს შესაბამისი პრეცედენტები ევროსასამართლოში, როდესაც ჩემი კოლეგების მიერ მოხდა საქმის მოგება. მათ არ დასჭირდათ მტკიცებეულებების წარდგენა, ასეთი გახლავთ მოლდოვას საქმე, როდესაც ოპერატიული სამძებრო კანონმდებლობა ისე არის მოწყობილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ მოუსმინონ. მე სრულად არ გამოვრიცხავ, რომ როდესაც ირაკლი მელაშვილს უსმენდნენ გოგინაშვილის საქმეზე, ასეთივე მოსმენები ხორცილედება ჩემს მიმართ და ხორციელდება სხვა ოპერატიული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლეგიტიმური ეჭვი არსებობს იმისა, რომ რამდენიმე მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის. ამით ახსნა პრემიერმა ის გამამართლებელი განაჩენები, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტანა. თუ კი არსებობს ეს პრობლემა, მაშინ რატომ არ აყენებს პარლამენტი კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხს?

- ძალიან ცუდი რამ იკითხება ამ განცხადებაში. ქვეყნის პირველი პირი მოსამართლეების მიმართ ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ ასეთი შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს. მაგრამ ეს უნდა ავხსნათ იმით, რომ ეს ადამიანი არც პოლიტიკურად არის გამოცდილი, სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ახასიათებს და პრესის და დაძაბულობის ფონზე, ავლენს თავის ნამდვილ პიროვნულ თვისებებს, რაც სრულიად შეუფერებელია ასეთი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის.

ამას ახლა კი არ უნდა მიმხვდარიყო ღარიბაშვილი, არამედ ეს უნდა სცოდნოდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მინისტრი იყო. ეს მიუთითებს და ავლენს, რომ „ქართული ოცნება“ არც წინასაარჩევნოდ არ იყო გარკვეული რა ქვეყანაში იყრიდა კენჭს, რა პრობლემები ხვდეობდა და როგორ უნდა მოეგავრებინა ეს პრობლემები. მე, იურისტი ვამტკიცებ, რომ პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადებები მართლა უთხრის ძირს სახელმწიფოს, რომლის სათავეშიც ის დგას და რომლის უპირველესი ამოცანაა ამ სახელმწიფოს განმტკიცება.

ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ოლეგ ფაცაცია და სხვები, ამ ადამიანების მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. პრემიერის არგუმენტი, რომ მოსამართლეები ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან, მისაღებია?

- პრემიერს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს სასამართლოში როგორი გამოძიებული საქმეები მივიდა, ეს გამოძიებული საქმეები რამდენად იყო გამყარებული მტკიცებულებებით და ვინ დანიშნა არჩილ კბილაშვილის მოადგილედ ლაშა ნაცვლიშვილი, რატომ ჰყავს მესამე მთავარი პროკურორი ქვეყანას და რას აკეთებს საერთოდ პროკურატურა? ეს უფრო მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს პრემიერისთვის და მერე უნდა იყოს უკმაყოფილება სასამართლოს მიმართ.

პარლამეტი, რომელმაც არაფერი შეცვალა პროცესუალურად, იმგვარად, რომ მოსამართლეს პროცესუალურად ჰქონდეს  შესაძლებლობა - ცუდად გამოძიებული, ან გამოუძიებელი საქმეები უკან გადაუგდოს პროკურატურას და დაავალოს საქმის დეტალური გამოძიება, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს ბრალი დასტურდება თუ არა.

თუ მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ ცუდად გამოძიებული საქმე დააბრუნოს უკან და გადაახიოს თავზე პროკურორს, მაშინ რომელ დამოუკიდებელ მოსამართლეებზე ვლაპარაკობთ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში ვნახე, როგორ მოსწონთ მათ დამოუკიდებელი სასამართლო, კეთილი ინებონ შეხედონ იმ კლიპს და ამოიღონ ეს პასაჟი, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან და ეს თურმე ძალიან კარგია.