შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიციის მზადყოფნა, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესი არჩევნების მიმდინარეობისას და ამ მიმართულებით ჩატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.