შსს-სა და თურქეთის შსს-ს პოლიციის წარმომადგენელთა კომისიის სხდომა გაიმართა

შსს-სა და თურქეთის შსს-ს პოლიციის წარმომადგენელთა კომისიის სხდომა გაიმართა

თურქეთში, ქალაქ ანკარაში, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი საკითხები და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც განისაზღვრა მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, კონტრტერორისტული ცენტრის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ერთობლივი კომისიის შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში რეგულარულად იმართება.