თუ ცუდ ხასიათზე ხართ

თუ ცუდ ხასიათზე ხართ

ცხოვრება მართლა კარგია, მაგრამ ხანდახან ისეთ ხასიათზე გვაყენებს, რომ მტრისას...

ამ დროს თქვენ რას შვრებით ხოლმე? მოკლედ გეტყვით, რა ჯობია.

სასწრაფოდ შეიცვალეთ თმის ფერი ან დაალაგეთ სახლი. თუ მაგრად გაქვთ ნერვები აშლილი, სველი წესით დაალაგეთ ანუ იატაკი მორეცხეთ. თუ მსუბუქად გაქვთ ნერვები აშლილი, გამოხვეტაც საკმარისია.

შედით სამზარეულოში და სასწრაფოდ დარეცხეთ ჭურჭელი, მთლიანად, არ დატოვოთ არაფერი. მერე კაფელს დააკვირდით. აღმოაჩინეთ ლაქები? მერე ჩამორეცხეთ, რაღას უცდით?