საქართველოს პარლამენტის წევრები IV მექანიზირებულ ბრიგადაში (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის წევრები IV მექანიზირებულ ბრიგადაში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას ეწვივნენ. სამხედრო ნაწილში პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ. ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი გეგეჭკორი და ალექსი ბატიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც იმყოფებოდნენ.

IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და პარლამენტარებს ბრიგადაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პირადი შემადგენლობის დღის წესრიგი გააცნო. მოგვიანებით სტუმრებმა სასადილოში გადაინაცვლეს და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა პერმანენტულ ხასიათს ატარებს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისგან სამხედრო ინფრასტრუქტურის, შეიარაღების, საბრძოლო გამოცდილების, ამოცანების, სწავლების მეთოდებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას იღებენ. პარლამენტარებისთვის ანგარიშის წარდგენა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრა.