ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ექსპერტებმა ლამაზ ქალთა სია შეადგინეს, რომლის მიხედვითაც მეოცე საუკუნის ულამაზესი ქალის ტიტული ჩაუქრობელ ვარსკვლავს - ოდრი ჰეპბერნს მიანიჭეს.
მეორე ადგილზე გავიდა მომღერალი შერილ კოული, მესამე ადგილი წილად ხვდა სექსსიმბოლოს - მერილინ მონროს.
მეოთხე ადგილი - ანჯელინა ჯოლის, მეხუთე - გრეის კელის, მეექვსე - სკარლეტ იოჰანსონს.
მეშვიდე - ჰოლი ბერის, მერვე - პრინცესა დიანას, მეცხრე - კელი ბრუკს, მეათე - ჯენიფერ ენისტონს.