დოდო ჭიჭინაძის „თავგადასავალი“

დოდო ჭიჭინაძის „თავგადასავალი“

მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს მრავალი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს.

ერთხელ საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი „მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკისას - იაკობ ტრიპოლსკი.

ერთ სცენაში ანა თავს იკლავდა, ბესიკი კი სატრფოს დასტიროდა.

ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ავარდა, დააკვირდა „გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს!

უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა.