ბრიტანელები ყველაზე გაღიზიანებული ერია

ბრიტანელები ყველაზე გაღიზიანებული ერია

ცოტა ხნის წინ ევროპელებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბრიტანელები ყველაზე გაღიზიანებული ერია. ისინი დღეში 4-ჯერ გამოდიან წყობიდან.

იტალიელები დღეში 3,5-ჯერ ბრაზობენ, ფრანგები კი - 3-ჯერ. რაც შეეხებათ შვედებს, ისინი 5 დღეში ერთხელ ბრაზდებიან.

ბრიტანელებს აღიზიანებთ ურიგოდ წასული ადამიანები, აგრეთვე საცობები გზებზე. ყოველ მესამე ბრიტანელს ნერვებს უშლის მაღაზიებში ცუდი მომსახურება და უზრდელი მეზობელი.

იტალიელთა უმეტესობა ვერ იტანს ცუდ მძღოლს. ფრანგები რესტორნებში შესვლისას ბრაზობენ მოუხერხებელ ოფიციანტებზე.