ცნობილი მუსიკოსის – ოზი ოზბორნის შვილი, ჯეკ ოსბორნი მამაზე ფილმს იღებს თუმცა ის მხოლოდ ფილმის პროდუსერი იქნება, რეჟისორი კი მაიკ ფლაისია. ფილმს თავდაპირველად ერქვა “ჩემი წარსულის ნამსხვრევები: ოზი ოსბორნის ისტორია“. თუმცა შემდგომში ცოტა შეამოკლეს და დაარქვეს “ღმერთმა დალოცოს ოზი ოსბორნი“.
უნდა აღინიშნოს, რომ ოზი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ფილმის სცენარით “მე არ მსურს რომ ფილმში მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი თუ რა მაგარი ვარ, ყველას გვაქვს კარგი დღეები და ისეთი დღეებიც როცა ძალიან ცუდად ვიქცევით, თუმცა ფილმში ამ დღეებზე ნაკლებადაა საუბარი, მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორც ყველა“.
ამ ეტაპზე უცნობია ფილმის ეკრანებზე გამოჩენის თარიღი თუმცა ეს შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება, ფილმი ხომ თავად ოზიზეა.