გასუფთავებული ახალი კეფალი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და მაშინვე დავდოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე.
თევზი შევწვათ ორივე მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა და გავხსნათ ძმარგარეულ წყალში. სუფრაზე საწებელი და თევზი შეიძლება ცალ-ცალკე მივიტანოთ, ან ერთად.
ინგრედიენტები:
ნედლი თევზი (კეფალი) – 1 კგ,
ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა,
კვერცხი – 2 ცალი,
მცენარეული ზეთი – 70 გ,
ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა,
ფქვილი ან დანაყილი ორცხობილა – 2 ს/კ,
მწვანილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.