ავიაკომპანია Lufthansa-მ და ინდური ლუქს-სასტუმროების ქსელმა The Leela Palaces-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. უახლოეს 2 წელიწადში პირველი და ბიზნეს კლასების მგზავრებს ავიაკომპანიის მარშრუტებზე, ინდოეთსა და გერმანიას შორის, სპეციალურ ინდურ მენიუს შეთავაზებენ.
Lufthansa-ს კლიენტებისთვის თავის საფირმო კერძებს დაამზადებენ ქსელ The Leela Palaces, Hotels and Resorts-ის შეფ-მზარეულები. ერთ-ერთი მათგანი ფარმან ალი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა სასტუმრო Leela Palace Kempinski-ს შეფ-მზარეულად ბანგალორში. რესტორანი Jamavar, რომელსაც ხელმძღვანელობს ალი, ჟურნალ ”ფორბსის” მიხედვით, საუკეთესო რესტორნების ათეულშია შესული.
კიდევ ერთი ინდური კულინარიის წარმომადგენელი - სურენდერ მოხანი არის სასტუმრო Leela Palace Kempinski-ს შეფ-მზარეული მუმბაიში. იგი მზარეულობას ინდური მახარაჯების სამზარეულოებში სწავლობდა და ოქროს მედალიც მიიღო გამოფენაზე China Gourmet Expo.
Lufthansa-ს თვითმფრინავების ბორტზე ინდური სამზარეულო არ არის გერმანული ავიაკომპანიის პირველი გასტრონომიული ექსპერიმენტი. ასე მაგალითად მათ რეისებზე სხვადასხვა დროს შედიოდა ევროპული, ჩინური, იაპონური და სამხრეთამერიკული სამზარეულოების კერძები.