შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი იმყოფება. დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი დიპლომატი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა   საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მიხეილ დარჩიაშვილმა მინისტრს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.  ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რის შემდეგაც თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავა.

მხარეები  რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობასაც შეეხნენ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.