შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან (ვიდეო)

შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან (ვიდეო)

ნატოს შტაბ-ბინაში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას ფილიპ ჰამონდს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და ქართული კონტინგენტის „მხარდამჭერ მისიაში“ ჩართვას.