შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, კაიროს ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ადმინისტრატორი – 1961 წელს დაბადებული ნატალია მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).