ელიზბარ ჯაველიძე მაია ორჯონიკიძეზე: თავი მერცხალი ჰგონია, სინამდვილეში კი ბადრიჯანია

ელიზბარ ჯაველიძე მაია ორჯონიკიძეზე: თავი მერცხალი ჰგონია, სინამდვილეში კი ბადრიჯანია

რამდენიმე დღის წინ იზა ორჯონიკიძის შვილმა, მაია ორჯონიკიძემ ელიზბარ ჯაველიძესა და რეზო ამაშუკელს„ჩარეცხილები“ უწოდა და  „30 – იან წლებში ჩარჩენილებად“ მოიხსენია. საპასუხო კომენტარი აკადემიკოსმაელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას გააკეთა.

ეს შავტუხა ქალბატონი, რომელსაც თავი მერცხალი ჰგონია, სინამდვილეში კი ბადრიჯანია, როგორც ჩანს, ძალიან განიცდის უსააკაშვილობას.

ალბათ, ბევრმა  არც იცის, რომ დედამისთანიზა ორჯონიკიძესთან დიდი ხნის მეგობრობამაკავშირებდა. მაშინ ყველანი ხელმოკლედ ვცხოვრობდით და  არაერთხელ დავხმარებივარ იზას,ოჯახისა და ამ შავტუხა გოგოს გამოსაკვებად! მე კარგად ვიცნობდი ამ ქალბატონის მამას – სტიმსონტერ-ოგანესოვსაც! აბა, რა უნდა ველაპარაკო არსებას, რომელსაც ღამურასავით, თავისი სომხურიწარმომავლობისა რცხვენია და გვარად ორჯონიკიძე აირჩია?! ქალი ორჯონიკიძეობდეს და მე,ელიზბარ ჯაველიძეს მაბრალებდეს „30-იან წლებში ჩარჩენილობას“, ძალიან სასაცილოა!

ეს შავტუხა ქალბატონი სააკაშვილმა მწევარი ძაღლივით „პადოშა“ გია თორთლაძის პარტიასმიანათხოვრა და ეგ მელაპარაკება მე მაღალ იდეალებზე?!“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.