ლედი გაგამ ახალი ბიზნესი წამოიწყო

ლედი გაგამ ახალი ბიზნესი წამოიწყო

ლედი გაგა საკუთარი ბრენდის სასმელი წყლის წარმოებას გეგმავს.

პროდუქტის სახელწოდება და ბოთლის ფორმა ჯერ უცნობია, თუმცა, მომღერლის ხასიათის გათვალისწინებით, ამჯერადაც რაიმე არაორდინარულს უნდა ველოდეთ.

ირკვევა, რომ სარეკლამო კამპანიაში ერთი მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს.

ამ საქმეს ვარსკვლავის კრეატიული გუნდი „ Haus of Gaga“ მოჰკიდებს ხელს.

ჟურნალისტებს უცნობმა პირმა შემდეგი ინფორმაცია გაანდო: „წყალი გასაყიდად უახლოეს მომავალში ჩაეშვება. ბოთლის ესკიზები ჯერ არავის უნახავს. ეს პროექტი უკვე რამდენიმე თვეა, რაც განიხილება და ძალიან მალე ლედი გაგა წყლის გამოსვლის შესახებ ოფიციალურად თავად განაცხადებს“.