„ნასას“ სპეციალისტების განცხადებით, მათ მზის სისტემის გარეთ ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელზე არსებული პირობებიც დედამიწის თითქმის იდენტურია.
- ეს პლანეტა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მისი ორბიტის ვარსკვლავიდან დაშორების მანძილი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ პლანეტაზე წყალი როგორც თხევად, ასევე გაყინულ მდგომარეობაში არსებობს, - აცხადებენ „ნასაში“.
აღმოჩენა ტელესკოპ „კეპლერის“ დახმარებით გახდა შესაძლებელი. რა მანძილითაა დაშორებული ახალი პლანეტა დედამიწისგან, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
საუბარია ასევე კოსმოსის სიღრმეში ათასოთხმოცდათოთხმეტი იბიექტის აღმოჩენაზე, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.