ვარსკვლავების უცნაურობანი

ვარსკვლავების უცნაურობანი

ვარსკვლავებს ბევრი უცნაურობა ახასიათებთ და საკმაოდ მშიშრებიც ყოფილან.

შონ კონერი ვერ იტანს შუქნიშნებს, ყოველთვის ეშინია, რომ მანქანის დამუხრუჭებას ვერ მოასწრებს და უკნიდან სხვა დაარტყამს.

შერონ სტოუნს კატოტოფობია სჭირს - ეშინია ელექტროხელსაწყოების. ის ტელევიზორის ჩართვასაც ვერ ახერხებს, ვაითუ, აფეთქდესო.

ნიკოლ კიდმანს პანიკურად ეშინია სარკეების. ჯერ კიდევ ბავშვობიდან სჯერა, რომ სარკის გატეხა ცუდის ნიშანია.

კეტრინ-ზეტა ჯონსს ჩვეულებრივი მელნის შიში აქვს, კლაუდია შიფერს კი -  ჩიტების. ჯულია რობერტსსა და კეტრინ კელი ლანგს აკროფობია ანუ სიმაღლის შიში ტანჯავთ.

რიჩარდ გირი და ნაომი კემპბელი აკატარტოფობიას განიცდიან - ჭუჭყისა და მტვრისგან ცუდად ხდებიან.

როგორც პროფესორი ჯერილინ როსი ამტკიცებს, ყველანაირი ფობია, რომელსაც სპეციალისტები „ფსიქიატრიულ ალერგიას“ უწოდებენ, ბავშვობაშივე ჩნდება, რაც ძალზე მკაცრი აღზრდის ან გადატანილი სტრესის შედეგია. სამწუხაროდ, ასეთი ავადმყოფობები ჯერჯერობით არ იკურნება.