ფარდაახდილი საიდუმლო

ფარდაახდილი საიდუმლო

ცოტა ხნის წინ იტალიის ქალაქ ბოლონიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თორის ტექსტის სრული ვერსია - იუდეველების საღვთო წიგნის ხელნაწერი ადგილობრივი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

შეცდომით გაკეთებული მარკირების გამო, ამ წიგნის არსებობა დიდხანს დარჩა უცნობი.

ხელნაწერი დაახლოებით 850 წლის წინ არის შექმნილი. დაწერილია ცხვრის რბილ ტყავზე. შეცდომით მარკირება ბრალდება ბიბლიოთეკარ, ვინმე ლეონელო მოდონის 1889 წელს.

ტექსტში არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებიც შესაძლოა, აკრძალული იყო უფრო გვიანდელ ტექსტებში.

მასში მოყვანილია მეთორმეტე საუკუნის ფილოსოფოსის, მოსე მაიმონიდის პოსტულატები. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თორის ეს ხელნაწერი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ  მიიჩნევდნენ, რამდენჯერმე წაკითხული და გასაჯაროებული თორა კარგავდა როგორც თავის იდუმალებას, ასევე საკრალურ მნიშვნელობას. ამიტომ მათ ანადგურებდნენ. ეს კონკრეტული ხელნაწერები კი დაუზიანებლად შემოინახა.