„განძთა კუნძულის“ საიდუმლო

„განძთა კუნძულის“ საიდუმლო

ყველას წაგვიკითხავს წიგნი „განძთა კუნძული“. ალბათ, უმრავლესობა ჩვენგანს ეს ამბავი გამოგონილი და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი გვგონია, მაგრამ, რეალობა სხვაა.

თურმე, შტურმანი ბილი ბონსი რეალურად არსებობდა, ანუ, ის გამოგონილი პიროვნება არ არის.

მეთვრამეტე საუკუნეში უილიამ ტომას ბოუნსი ხომალდზე დურგლად, ანუ, კვარტირმეისტერად მუშაობდა.

ხომალდის კაპიტანი იყო სახელგანთქმული მეკობრე ედუარდ ტიჩი, მეტსახელად „შავწვერა“. ისე მოხდა, რომ ისინი დააპატიმრეს თხუთმეტ მეზღვაურთან ერთად და, ღია ზღვაში, კლდე „მიცვალებულის სკივრის“ მიდამოებში, პატარა უკაცრიელ კუნძულზე ჩამოსვეს (დღეს ეს ტერიტორია ვირჯინიის კუნძულებს ეკუთვნის).

მათ არ დაუტოვეს არც საკვები და არც წყალი, მხოლოდ თითო ბოთლი რომი მისცეს თითოს და წავიდნენ.

მაგრამ, ამ ისტორიას მაინც ბედნიერი დასასრული ჰქონდა: ერთი თვის შემდეგ, რაღაც სასწაულით, „შავწვერას“ ხომალდი ისევ დაბრუნდა ზღვებში სათარეშოდ. ყველანი გადარჩნენ ზღვის კუს კვერცხების, წვიმის წყლისა და რომის წყალობით.

პატარა ხომალდი კი ბილი ბონსმა ააგო. გავიდნენ ზღვაში და შეხვდნენ სხვა მეკობრეს, სტიდ ბონეტს, რომელმაც „შავწვერას“ ეკიპაჟს დახმარება აღმოუჩინა და კაპიტანს ფულიც კი ასესხა.

არსებობს ვერსია, რომ პატარა მოთხრობა ამ ამბების შესახებ თავად ბილი ბონსმა დაწერა. ის ხელში ჩაუვარდა „განძთა კუნძულის“ ავტორს და მისგან შესანიშნავი რომანი შექმნა.