2010 წელი სულ რომ არაფრით შევიდეს მსოფლიო ისტორიაში, იმით მაინც შევა, რომ გასულ წელს, ყველამ გაიგო WikiLeaks–ის არსებობა და არამხოლოდ გაიგო, ბევრი ადამიანისათვის ერთგვარი მუზაც კი გახდა...
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ამერიკელი რეჟოსორი – სტივენ სპილბერგი გეგმავს WikiLeaks-ზე მხატვრული ფილმის გადაღებას. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მაგნატმა უკვე მოსაწრო და შეიძინა უფლება წიგნზე, რომელიც ასახავს ჯულიან ასანჟის და მისი საიტის შექმნის ისტორიას.
მიუხედავად ჟურნალისტთა მრავალი მცდელობისა, თავად სპილბერგს თავისი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. ისე კი, ფილმ “სოციალური ქსელის“ წარმატებამ აჩვენა, რომ ფილმები ინტერნეტ-პროვაიდერებზე შეიძლება მომავალშიც ფინანსურად მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდეს.