ტყუილების თქმა ტვინს ვნებს

ტყუილების თქმა ტვინს ვნებს

ყოველთვის, როცა ადამიანი ტყუის, მის ტვინში ელექტრომაგნიტური იმპულსების საგრძნობი ნახტომი წარმოიშობა, სწორედ ის, რომელიც ტყუილების დეტექტორით ფიქსირდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ნახტომი ადამიანის მეხსიერებაში სამუდამოდ ინახება და ამასთანავე საკმარისად დიდ ადგილს იჭერს.

ამის გაგება ადვილია, თუ ადამიანის ტვინს კომპიუტერის მაგარი დისკის სახით წარმოვიდგენთ (სწორედ იქ ინახება მისი ხანგრძლივი მახსოვრობა). რაც მეტ ტყუილს ვამბობთ, ე.წ. დისკზე მით ნაკლები ადგილი რჩება.

მეცნიერები, რომლებსაც ეს აღმოჩენა ეკუთვნით, ვარაუდობენ, რომ მოხუცებულობის ჭკუასუსტობა და მეხსიერების დაქვეითება სწორედ ტყუილების შედეგია. ასე რომ, სიცრუე არამხოლოდ ცუდია, ასევე ჯანმრთელობისთვისაც საზიანო.