შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მოეწყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომლის დასრულების შემდეგ ტკბილეულითა და წმინდა ნინოს ხატებით 200-მდე ბავშვი დასაჩუქრდა. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.