პიურე პრასით

პიურე პრასით

გარეცხეთ პრასი კარგად. ყურადღება მიაქციათ, რომ ფოთლებს შორის მიწა არ იყოს ჩარჩენილი. შემდეგ დაჭერით 1/2 სანტიმეტრის რგოლებად. პარალელურად, გახურეთ ტაფა, დადეთ ცხიმი და დააყარეთ პრასი, თუშეთ ჩარბილებამდე. დაახლოებით  4-5 წუთი.

შემდეგ დაამატეთ პიურეც და კარგად აურიეთ. თუ საჭიროა, დაამატეთ მარილი და შავი პილპილი.

აღსანიშნავია, რომ ეს კერძი გამოდგება როგორც ცალკე საჭმელად, ასევე გარნირად, განსაკუთრებით თევზთან. ასევე გემრიელია ბლინებში.

ინგრიდიენტები

პრასი - 1 ცალი;

ზეითუნის ზეთი ან კარაქი - 1 სადილის კოვზი;

პიურე - მზა პრასის რაოდენობის მიხედვით;

მარილი - 1/4 სადილის კოვზი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტვიში.

perfectcook.org