სად დაეკიდა გია ფერაძეს იოსებ გრიშაშვილი

სად დაეკიდა გია ფერაძეს იოსებ გრიშაშვილი

გია ფერაძე ექვსი წლის იყო, როდესაც მისი ბაბუა, სერგო, გადასახლებიდან დაბრუნდა. გიას ხშირად დააყენებდა სკამზე და ლექსებს აკითხებდა. მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ზოგიერთზე ენას უქცევდა.

ბაბუის მეგობრის, პოეტ იოსებ გრიშაშვილის საღამო ტარდებოდა. იმ ლექსებს შორის, რომლებიც გიამ იცოდა, იყო ასეთი ლექსი, „დიდება ბელადს”, რომელსაც განსაკუთრებულად კითხულობდა.

ბაბუამ მოჰკიდა ხელი და წაიყვანა საღამოზე, სადაც პოეტს წარუდგინა შვილიშვილი და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა, თანაც გამოთქმით კითხულობდა.

მეორე განყოფილებაში წამყვანმა წარადგინა გია და ისიც პირდაპირ გავიდა, დადგა სცენის შუაში და გამოთქმით დაიწყო: დიდება ბელადს! - ლექსი „აქ დამეკიდოს”, გრიშაშვილისა! და ატყდა დარბაზში ხარხარი.

გია დაიბნა. სიტყვა აკადემიკოსის მაგივრად „აქ დამეკიდოს“ გამოთქვამდა.

სცენაზე სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, მივიდა გიასთან, თავზე მოუთათუნა ხელი და ღიმილით უთხრა: შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ, ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავეო.