გოგი ცაბაძის ვალი

გოგი ცაბაძის ვალი

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის ვაჟი, კახა ცაბაძე ერთ ისტორიას ხშირად იხსენებს:

„ერთხელ ბატონი ბიძინა კვერნაძე რესტორნიდან ნაქეიფარი გვესტუმრა. მამაჩემს ეუბნება, დამიბრუნე ჩემი ვალი, 110 მანეთიო. და თურმე, რაში ყოფილა საქმე:

მცხეთის რესტორანში პირველად მოუსმენია „საქართველოს მანანებო“ და თერთმეტჯერ შეუკვეთია.

გიჟდებოდა ამ სიმღერაზე. სულ ამბობდა, ეს განსაკუთრებულიაო.