როგორ წაართვეს სანდრო ჟორჟოლიანს 20 მანეთი

როგორ წაართვეს სანდრო ჟორჟოლიანს 20 მანეთი

ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, ცნობილი ქართველი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი, ვაგონსა და ვაგონს შუა მდგარა მიშა სარაულთან ერთად.

სარაულს ხელი წაუვლია და აუტეხია, თუ 20 მანეთს არ მომცემ, გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო. იმდენი უქნია, ჟორჟოლიანს მართლაც დაუჯერებია, დაჰპირებია, ოღონდ მომეშვი და მოგცემ 20 მანეთსო.

ახლა ეს ჩაუხვევია სარაულს და ქვეყანა შეუყრია, ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებსო. თან „ემუქრებოდა“, მომე, თორემ მოვყვები, როგორ დაიჯერე, რომ მართლა გადაგაგდებდიო.

იმდენი უქნია, მართლა წაურთმევია ჟორჟოლიანისთვის 20 მანეთი.