ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ჩარლი შინმა სოციალური ქსელის საშუალებით ფულის შოვნა გადაწყვიტა. სი-ენ-ენ-ის ინფორმაციით, ამ კვირაში მან ალკოჰოლისა და ნარკოტოკებისადმი მიდრეკილების გამო მუდმივი სამუშაო დაკარგა სერიალში “ორ-ნახევარი ადამიანი“, რომლის 20-წუთიან ეპიზოდშიც მსახიობი ერთ მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა.
პროდიუსერებთან განხეთქილების შემდეგ ჩარლი შინმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფულის გამომუშავება გადაწყვიტა. ტვიტერში რეგისტრაციიდან პირველივე დღის შემდეგ მსახიობის აკაუნტზე მილიონი მნახველის რეკორდული შესვლა დაფიქსირდა. თავის მიკრობლოგში ჩარლი შინი სხვადასხვა საქონელს უწევდა რეკლამირებას.
ცოტა ხნის წინ იგი თავის ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად შოკოლადის რძისა და ფორთოხლის წვენის რეკლამაში მონაწილეობდა. მსახიობი თავის ჰონორარს არ ამხელს, თუმცა ტვიტერზე სხვა პროდუქციის ფასიდან გამომდინარე, მისი სარეკლამო ანაზღაურება 200-იდან 25 ათას დოლარამდე უნდა მერყეობდეს.