ირაკლი ალასანიას კომენტარი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე (ვიდეო)

ირაკლი ალასანიას კომენტარი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა  მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.  საქართველოს თავდაცვის მინისტრს კითხვა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს.

"ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა საოკუპაციო ძალების და იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული. ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ ჩვენი ქვეყნის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის პოლიტიკურ ანექსიასაც. ბუნებრივია, ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულენოვან მოსახლეობაზე. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ახლა აკონტროლებს საოკუპაციო ძალები და იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება საოკუპაციო ქვეყანას" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.