ჭამეთ პური და გახდით

ჭამეთ პური და გახდით

ესპანელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ გასახდომი დიეტის დაცვის დროს პურზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პირიქით, მისი წყალობით გახდომის პროცესი უფრო ეფექტიანი იქნება.

მადრიდის „ლა პას“ საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 122 ჭარბწონიანი ქალი მონაწილეობდა. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. თითოეული მათგანი დღის განმავლობაში მხოლოდ 1,5 კალორიას იღებდა და ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდა. მათ შორის მხოლოდ ის სხვაობა გახლდათ, რომ ერთ-ერთი ჯგუფის წევრები პურსაც მიირთმევდნენ.

გამოკვლევა 16 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად გაირკვა, რომ წონაში ყველა მონაწილემ თანაბრად დაიკლო, მაგრამ ისინი, ვინც პურს მიირთმევდნენ, ემოციურად უფრო გაწონასწორებულნი და მშვიდნი იყვნენ, ვიდრე ის ქალები, რომლებმაც პურზე უარი თქვეს.

მათთვის დიეტის პროცესი მტანჯველი აღმოჩნდა, რაც ამ ქალების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ნათლად აისახა.