ძალიან ხშირად ადამიანები ოცნებობენ ისეთ რამეზე, რაც, მათი აზრით, ნაკლებად განხორციელებადია. ასეთი ოცნება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და ცუდ ხასიათზე გვაყენებს.
მართლაც, რა აზრი აქვს ფუჭ ოცნებას, თუ მართლა მიგვაჩნია, რომ მისი რეალიზება შეუძლებელია?
ფსიქოლოგების აზრით განუხორციელებელი ოცნება არ არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ ამ ოცნებას ფრთები შეესხას, დაუღალავი შრომა და შეუპოვრობაა საჭირო.
თუ ფიქრობთ, რომ ოცნების განხორციელებისათვის ბრძოლა თქვენს ძალებს აღემატება, მაშინ უმჯობესია ოცნებას საერთოდ შეეშვათ, რათა გუნება არ მოგეწამლოთ და უფრო რეალური პრობლემების გადაჭრით დაკავდეთ.