თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი უკვე სტრასბურგშია.

ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა საქართველოდან წიგნები, ჩოხები, ჟილეტები, ქუდები და სხვა ტრადიციული აქსესუარები მიიღეს საჩუქრად.

ქართული დიასპორა ’’წმინდა გიორგის’’ წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ყურადღება ბავშვებს კიდევ უფრო გაურღმავებს სამშობლოს სიყვარულს.

"საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველები ყველანაირად ცდილობენ შვილებს მშობლიური ენა ასწავლონ, თუმცა წიგნების  შეძენა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და  სახელმძღვანელოების ყიდვას ყველა ვერ ახერხებს. თბილისის საკრებულოს ძალისხმევით დღეიდან ეს პრობლემა მოხსნილია და ბავშვებს საშუალება მიეცემათ თავად გაეცნონ ქართველ კლასიკოსებს და მათ ნაწარმოებებს. ასევე პრობლემა მოიხსნა ქართული ცეკვის ფორმებთან დაკავშირებით, რისთვისაც მთელი სათვისტომოს სახელით მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს“,- განაცხადა სტრასბურგში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელმა.

საჩუქრების იდეა საკრებულოს დელეგაციის სტრასბურგში სტუმრობისას გაჩნდა.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის , რომ არ დავკარგოს არცერთი ქართველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იგი და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არ გახდეს უცხო საკუთარი სამშობლო.