ჭარხალი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია ორგანული მჟავები და უჯრედისები. ჭარხალი შეიცავს B, C და P ვიტამინებს. მიკროელემენტებს, კერძოდ, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის.
ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას.
ჭარხლის შემადგენლობაში არსებული საღებავი ნივთიერებები სისხლძარღვების კედლებს ელასტიკურობას სძენს.
ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი სახით, ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან, ის მდიდარია იოდით. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას.
ჭარხლის წვენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიული დაავადების დროს.