როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

ირგვლივ გრიპი მძვინვარებს! როგორ დავიცვათ თავი?

პირველ რიგში, არ უნდა გავთამამდეთ და არ ჩავიცვათ შილიფად. მეორე გასათვალისწინებელი დეტალი: მოვერიდოთ ორპირ ქარს.

მესამე: ხშირად ვიბანოთ ხელები. მეოთხე: დღეში რამდენჯერმე გავანიავოთ ის ოთახი, სადაც ხშირად ვართ.

მეხუთე: არ ვიაროთ ხალხმრავალ ადგილებში.

რა ვჭამოთ? უნდა მივიღოთ სითხე, ხილი და ბოსტნეული. დღეში ერთხელ მაინც დავლიოთ ლიმონიანი წყალი. მოვამზადოთ ნიორწყალი და გადავასხათ კერძებს, მაგალითად, შემწვარ ბადრიჯანს.