კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 06/03/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 06/03/11, video)

1.ნაციონალური ხარკი - ამ სათაურით ჟურნალ ლიბერალში სტატის გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების დროს, ნაციონალურმა მოძრაობამ, შემოწირულობების სახით, 14 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის ანგარიში გაყალბებულია. დოკუმენტში არის პირადი მონაცემები მოქალაქეებისა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას უარყოფენ. თუ ანგარიშს დაუჯერებთ, ამ ადამიანებს სოლიდური თანხები აქვთ გადარიცხული. როგორ ივსება ნაციონალების ყულაბა - ნახეთ  ნანა ლეჟავას რეპორტაჟი.

2.სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა უდიდესი ნაწილი პროტესტზე უარს ამბობს. არადა, ერთი კვირის წინ დედაქალაქი მძღოლების ფართომასშტაბიანმა გაფიცვამ მოიცვა. უმუშევრობისათვის განწირულების პროტესტს ხელისუფლებამ დაპატიმრებები და მუქარა დაუპირისპირა. ანა გოჩაშვილი მოგიყვებათ, რომელი დაწესებულებიდან ემუქრებოდნენ გაფიცულებს.

3.ხარისხიანმა თოვლმა და უხარისხოდ ჩატარებულმა ტენდერმა მაღალმთიანი აჭარა გარე სამყაროს მოწყვიტა. ზემო აჭარის მოსახლეობა დახმარებას დღემდე ითხოვს. დიდთოვლობით გამოწვეულმა უგზოობამ შუახევში სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი ახალშობილის სიცოცხლე შეიწირა. ცხოვრება აჭარის აღმშენებლობის მიღმა - იმედა დარსალიას რეპორტაჟში.