ბობ მარლის უკანასკნელი კონცერტი, რომელიც პიტსბურგში, 1980 წლის 23 სექტემბერსაა ჩაწერილი, კომპაქტ-დისკებზე გამოვიდა.
საკონცერტო ალბომი ორ დისკად გამოიცა და მასში 20 ტრეკი შევიდა - მისალმება და 19 სიმღერა, მათ შორის ისეთი ჰიტები, როგორიცაა No Woman No Cry და Jammin. პროექტის სახელწოდება იქნება Uprising, Live Forever და ის გაყიდვაში 2011 წლის 1 თებერვლიდან გამოვიდა.
პიტსბურგის კონცერტი იმ ტურის ბოლო შოუ იყო, რომელიც ალბომ Uprising-ის მხარდასაჭერად გაიმართა. სწორედ ამ ტურის ფარგლებში ჩატარდა ბობ მარლისა და The Wailers-ის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გამოსვლა - 1980 წლის 27 ივნისს მილანის კონცერტზე 120 ათასი მაყურებელი მივიდა.
ტურის შემდეგ მარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა (იმის შესახებ, რომ მას კიბო ჰქონდა, 1977 წლიდან იყო ცნობილი). მომღერალი 1981 წლის მაისში, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.