აზერბაიჯანული ფარჩა-ფლავი

აზერბაიჯანული ფარჩა-ფლავი

ცხვრის მთლიანად შებრაწულ ხორცს გამოაცალეთ ძვალი. ხორცი დაჭერით წვრილად, შეურიეთ ქიშმიში, გარგარის ჩირი, გაფცქვნილი წაბლი, ძირა, მოშუშული ხახვი, ზაფრანა, მარილი, პილპილი და ცოტა ბულიონში შუშეთ.

ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში. ფლავი გადაიტანეთ ფართო თეფშზე, მოაყარეთ მზა ხორცი. სულ ბოლოს კი,  მოაყარეთ დარიჩინი და მოასხით ერბო.

ინგრედიენტები:

250 გ ცხვრის ხორცი,

150 გ ბრინჯი,

50 გ ერბო,

30 გ ქიშმიში,

25 გ გარგრის ჩირი,

50 გ წაბლი,

1 თავი ხახვი,

ზაფრანა, პილპილი, ძირა და მარილი გემოვნებით