საქართველო – დედამიწის ხმელეთის 0,047%“

საქართველო – დედამიწის ხმელეთის 0,047%“

დღეს, “ევროპის სახლში“, ქართველი რეჟისორის–   გელა კანდელაკის დოკუმენტური ფილმის “ხმელეთის 0,047%“ პრემიერა გაიმართება. ავტორის მთავარი სათქმელი ქართველი ადამიანი, ქართული სამყარო, ქართული ღირებულებები - ქართველი გლეხის ყოფაში დასმული ფილოსოფიური კითხვებია. რეჟისორის მთავარი მიზანი კი თვითმყოფადი ქართული კულტურის შეცნობა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენაა.

0, 047 - ხმელეთის ამ უმნიშვნელო ნაწილში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართველებს, მრავალსაუკუნოვანი მძიმე ისტორიული ხვედრის მიუხედავად, “იდეალი ადამიანისადმი სიყვარულისა და ძმური განწყობისა არ შეუცვლიათ“ - ეს სიტყვები ფრანკფურტში 1913 წელს ებრაელთა კონგრესზე წარმოთქვა გენერალმა ლიფმონმა. რეჟისორი მიიჩნევს, რომ ქართველი კაცი დღემდე ასე ცხოვრობს.

ფილმმა 2010 წელს საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრანპრი აიღო, მისი საპრემიერო ჩვენებები ბერლისა და ლიტვაში შედგა. ნამუშევარი წარმოადგენს ორნაწილიანი ფილმის პირველ ნაწილს - “სოფელი“ (მეორე ნაწილს “ფიქრი“ რეჟისორი 2011 წელს გადაიღებს). ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი სტუდია “კვალიXXI“–მა აწარმოა.