ნუ შეეცდებით მამაკაცის შეცვლას

ნუ შეეცდებით მამაკაცის შეცვლას

მამაკაცი ნერვებს გიშლით? მეტი აღარ შეგიძლიათ? რას აპირებთ? ჯერ არ იცით?

დამშვიდდით. ათამდე დაითვალეთ. გაიხსენეთ ის წუთები, როცა მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით.

არ არის საუკეთესო, მაგრამ თქვენი რჩეული ხომ არც ყველაზე საშინელი არსებაა, ვინც კი დადის ამ ქვეყანაზე. მაშინ, რაღა მას აირჩევდით?!

მოკლედ, იმაზე იფიქრეთ, რაც კარგი აქვს და არ შეეცადოთ თქვენი საყვარელი მამაკაცის შეცვლას, მაინც არაფერი გამოგივათ.

თუ გაბრაზებთ, გაუღიმეთ. ასე დააბნევთ და უცებ შეწყვეტს თქვენი ნერვების აშლას. კონფლიქტური სიტუაციის დროს ეცით და ჩაეხუტეთ. გაოცდება, შეიძლება გიჟი ეგონოთ, მაგრამ სამაგიეროდ ჩხუბის თავი აღარ ექნება. განიარაღებულ კაცს ადვილად გაუმკლავდებით.