უცნობი ანჯელინა ჯოლი

უცნობი ანჯელინა ჯოლი

ბავშვობაში ანჯელინა შეუხედავი იყო, ატარებდა სქელშუშებიან სათვალეს და აგროვებდა ქვეწარმავლების ფიტულებს, რის გამოც მას თანაკლასელები მუდამ მასხრად იგდებდნენ.

სკოლაში სწავლის პერიოდში ანჯელინა თავის მასწავლებლებს უყვებოდა, რომ მომავალში დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ან პათოლოგანატომი გახდებოდა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, პრინცესებისა და პრინცების ნაცვლად, ანჯელინა რვეულში ჩასისხლიანებულ ტუჩებსა და კუბოებს ხატავდა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანჯელინას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ის ძმასთან, ჯეიმს ჰეივენთან ერთად ქირაობდა პატარა ბინას. იმ პერიოდში ჰოლივუდში მუსირებდა ჭორი, რომ ანჯელინა და ჯეიმსი ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ბლეფი აღმოჩნდა.

14 წლის ასაკში ანჯელინამ მოდელობა დაიწყო, ძირითადად, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში. ამას გარდა, მან მთავარი როლები შეასრულა რამდენიმე ცნობილი მუსიკოსის: ლენი კრავიცის, როლინგ სთოუნზისა და მით ლოფის ვიდეოკლიპებში.

ანჯელინას საყვარელი საკვებია: სისხლიანი სტეიკი, ნაყინი და ტეკილა.

ანჯელინა ტატუების ფანია. მას სხეულზე რამდენიმე ათეული ტატუ აქვს, მათ შორის - დრაკონები, იეროგლიფები და ჯვრები. ერთი პერიოდი ჯოლის ხელზე მეორე ქმრის, ბილი ბობ ტორნტონის სახელი ჰქონდა დატანილი, მაგრამ, გაშორების შემდგომ მან ტატუ მოიშორ

მისი საყვარელი ფერებია: შავი, თეთრი და კრემისფერი. საყვარელი მომღერლები - ფრენკ სინატრა,  მადონა და ელვის პრესლი.

რეალურ ცხოვრებაში ანჯელინა ნაკლებად იყენებს მაკიაჟს, მხოლოდ ტონალურ კრემსა და უფერო ტუჩსაცხს ისვამს.

ანჯელინას წინაპრები იყვნენ ჩეხები, ფრანგები და ჩეროკის ტომის ინდიელები, ისევე, როგორც ჯონი დეპის წინაპრები.

ანჯელინას ძალიან უყვარს გველები, ერთი პერიოდი მას სახლში ჰყავდა მოთვინიერებული მცირე ზომის პითონი. ვარაუდობენ, რომ სწორედ  ამ ფაქტის გამო არ გაუჭირდა მსახიობს  მუშაობა გველთან, ფილმ „ალექსანდრეს” გადაღებების დროს.

ანჯელინა ჯოლიმ, პრაქტიკულად არც ერთი კერძის მომზადება არ იცის და მზარეულობისა თითქმის არაფერი ესმის. ბავშვების ჭამაზე პასუხისმგებელი ბრედ პიტია.

ანჯელინა ჯოლი ცაციაა.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს ამერიკულ პრესაში ხშირად „ბრენჯოლინად” მოიხსენიებენ.

ანჯელინა ჯოლის ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ის ერთდროულად ამერიკისა და კამბოჯის მოქალაქეც არის

ანჯელინა ჯოლი დილის 9 საათზე და 9 წუთზე დაიბადა.

ანჯელინა ჯოლი კონტაქტურ ლინზებს ხმარობს.

ანჯელინა ჯოლის თვითმფრინავის მართვის ლიცენზია აქვს და ის ხშირად დაფრინავს მცირე ზომის საკუთარი საფრენი აპარატით.