შინაგან საქმეთა მინისტრმა დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები შეაფასა

შინაგან საქმეთა მინისტრმა დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები შეაფასა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მიმდინარე სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ამინდის რთულ პირობებში 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სამაშველო-საძებო სამუშოაები მძიმე ტექნიკის საშუალებით წარმატებით გრძელდება. დარიალის ხეობაში საავტომობილო გზის გაწმენდა სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. მდინარე თერგისა და დევდორაკის შესართავთან ბუნებრივი კალაპოტი გადაკეტილია. წყლის ნაკადი ხელოვნულ არხში გაედინება. დარიალჰესთან მდებარე გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დამშრალია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები გვირაბში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს ჩაატარებენ.