„საშინელი“ მუსიკოსების რეიტინგი

„საშინელი“ მუსიკოსების რეიტინგი

ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა "ბილბორდმა" ყველაზე საშინელი მუსიკოსების სია შეადგინა. რეიტინგის ლიდერი მომღერალი მერილინ მენსონი გახდა.

საშინელი ვარსკვლავების რეიტინგი შეფასდა კრიტერიუმით, თუ რომელი მომღერლის შესრულების მანერა და ქცევებია სცენაზე ყველაზე საშინელი. გათვალისწინებული იყო მომღერლის სასცენო კოსტიუმი, მაკიაჟი და კლიპების შინაარსი.

არავის გაჰკვირვებია, რომ ამ რეიტინგის სათავეში მერილინ მენსოსნი მოხვდა, რომელიც სცენაზე მუდმივად საშინელი კოსტიუმებით გამოდის.

ლედი გაგა მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მომღერლის მისწრაფება ექსტრავაგანტური სამოსი და უცნაური მაკიაჟია. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ხშირად სწორედ მის უცნაურ ჩაცმულობაზე ლაპარაკობენ.

მესამე ადგილი როკჯგუფ „სლიპკნოტს" ხვდა წილად. ჯგუფის წევრები სცენაზე ყოველთვის საშინელი მაკიაჟითა და კომბინეზონებით გამოდიან.

საშინელი "ვარსკვლავების" ათეულში ასევე შევიდნენ როკმომღერალი ოზი ოსბორნი, რეპერი ტაილერ აოკონმი და ჯგუფ „ქისის" დამაარსებელი ჯინ სიმპსონი.