ხანგრძლივი სიცოცხლის აუცილებელი წესები

ხანგრძლივი სიცოცხლის აუცილებელი წესები

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა კარდიოლოგმა კლაიდ იანსიმ განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს დიდხანს სიცოცხლისთვის 90-პროცენტიანი შანსი აქვს.

იანსი თვლის, რომ ამისთვის მხოლოდ შვიდი უბრალო პრინციპის დაცვაა საჭირო:

1) აქტიური ცხოვრების წესი. რადგან ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ორჯერ მეტად რისკავენ, რომ გულის ავადმყოფობები და ინსულტი განუვითარდეთ.

2) ქოლესტერინის მუდმივი კონტროლი, რომლის მომატებული დონე გულის ავადმყოფობის და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

3) სწორი კვება. ექიმები თვლიან, რომ კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიიღოს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანები, ახალი ბოსტნეული და ხილი.

4) სისხლის წნევის კონტროლი.

5) ზედმეტ წონასთან ბრძოლა.

6) დიაბეტთან დაკავშირებული საფრთხეების ცოდნა და სისხლში შაქრის კონტროლი.

7) მოწევაზე უარის თქმა. ამ რჩევების გათვალისწინება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. სამწუხაროდ, მათ ადამიანის გენეტიკის შეცვლა არ შეუძლიათ, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას მთელი 50%-ით განსაზღვრავს.