ურთიერთგაგების მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის

ურთიერთგაგების მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობასთან“ დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელაგაციის  ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რიკე ისჰოიმ მოაწერეს.  მემორანდუმის მიზანია,   საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის, გავრცელების, განვითარების ხელშეწყობა და განხორციელება.

ამ მიზნით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება,  რომელიც  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გავრცელებასა და ინტეგრირებას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში,  თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, რაც  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დანერგვის პროცესს დააჩქარებს.