რატომ მხეცდება მამაკაცი?

რატომ მხეცდება მამაკაცი?

როდესაც საყვარელი მამაკაცი ხასიათის გამოვლენას იწყებს, ეკითხებით, ცუდად რატომ იქცევა. ის კი გპასუხობთ: „ასეთი ვარ! შენ უკეთესი გეგონე? სულ ტყუილად!".

მათ ასეთ ქცევას მრავალი მოტივი აქვს. ამგვარად, მამაკაცს სურს, ცუდი ბიჭი გამოჩნდეს იმიტომ, რომ:

1. ოცნებობს, ძლიერს და სასტიკს ჰგავდეს.

საიდუმლო არ არის, რომ პატივმოყვარე ჰუნებმა, ვიკინგებმა, სკვითებმა, ბარბაროსებმა ჭამა–სმაში ზომიერება არ იცოდნენ. არც ერთ კაბიანს არ უშვებდნენ. კვირაობით არ ბანაობდნენ, არ იპარსავდნენ, ხმამაღლა და უშვერი სიტყვებით ლაპარაკობდნენ, მუდამ ჩხუბსა და ბრძოლაში იყვნენ. ყველაფერ ამას „ნამდვილ მამაკაცად ყოფნა" ეწოდებოდა და რაღაც ფორმით მამაცობასთან, წინააღმდეგობის გადალახვასთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე მამაკაცსაც სურს, ნამდვილ რაინდად გამოიყურებოდეს და ამიტომ მათ ბაძავს.

2. სტატუსის ამაღლება სურს.

განზრახ აგრესიული ქცევა - ეს ძალის დემონსტრაციაა. ეშინიათ, მაშასადამე, პატივს სცემენ - სამწუხაროდ, განსაკუთრებით მამაკაცებში ეს პრინციპი თავის აქტუალობას ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ ხელმძღვანელები ხშირად უხეშები არიან ხელქვეითებთან, გამოცდილები - ახალბედებთან, ძლიერები - სუსტებთან. ზოგჯერ ეს მეთოდი ქალებთანაც ჭრის - თუ უარის თქმის შეეშინდება, მაშასადამე, შენი მორჩილი იქნება.

3. წესიერ ქალებს „ცუდი ბიჭები" უყვართ.

ხშირად ხედავთ, რომ აგრესიული უმეტესად კეთილზე უფრო წარმატებულია, ძუნწი - ხელგაშლილზე უფრო მდიდარი. თქვენ კი გსურთ, მამაკაცებიდან ყველაზე პერსპექტიული ამოარჩიოთ. ამიტომ რისკზე მიდიხართ და არჩევანს „ცუდზე" აკეთებთ. მართალია, მისი ქცევის წინასწარმეტყველება არ შეიძლება, სამაგიეროდ მასთან არ მოიწყენთ. სიამაყისთვის საბაბი გექნებათ, რომ „ველური მხეცი" მოათვინიერეთ.