როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს

როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს

სიზარმაცე სხვადასხვაგვარია: პასიური, აქტიური, სიტუაციური და ქრონიკული სიზარმაცე.

რაც უნდა შრომისმოყვარე იყოთ, სულერთია, მაინც დარჩება საქმე, რომლის შესრულება არ გსურთ. ეს ნორმალურია. ეცადეთ, მოვალეობები ოჯახის წევრებთან გაცვალოთ. თუ სამუშაო გარდაუვალია, ის სასიამოვნო გახადეთ. მაგალითად, სახლი საყვარელი მუსიკის თანხლებით დაალაგეთ. გარდა ამისა, თქვენი დამოკიდებულება უამური საქმის მიმართ შეცვალეთ. იფიქრეთ, სხვა ადამიანებს რამდენ სარგებლობას მოუტანს.

თუ მოთენთილობა და თვლემა დილიდან საღამომდე თან გდევთ, ხოლო ტრადიციული საშუალებები - ფინჯანი ყავა, კონტრასტული შხაპი, სუფთა ჰაერზე სეირნობა არაფრით გეხმარებათ, შესაძლებელია დადგა დრო, სპეციალისტს მიმართოთ. რასაც სიზარმაცედ მიიჩნევთ, შეიძლება ავიტამინოზი ან დეპრესია აღმოჩნდეს.

სამუშაო ადგილზე მისულს მუშაობის სურვილი გიქრებათ? შესაძლებელია, რაც გარს გაკრავთ, შრომაში ხელს გიშლით. მაგალითად, შეიძლება მაგიდაზე ზედმეტი საგნები გაღიზიანებთ, კოლეგები გაცდენენ ან იქ მუშაობა ფიზიკურად მოუხერხებელია. სამუშაო ადგილი ფუნქციური გახადეთ.

ერთდროულად რაც მეტ ამოცანას დაისახავთ, ყოველ მათგანზე გულისყურის მოკრება მით უფრო გაგიჭირდებათ. ამავდროულად, რაც უფრო ხანგრძლივი დროით გადადებთ საქმეს, მისი შესრულება მით უფრო ძნელია. დაგროვილი საქმე ერთმანეთსაც ხელს უშლის და თქვენც. ამიტომ ნუ დაახვავებთ. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გააკეთეთ, რათა განწყობა არ დაგეკარგოთ. დროულად და კარგად შესრულებული სამუშაოსთვის თავი შეაქეთ და რაიმე სასიამოვნოთი დაასაჩუქრეთ.

ფინანსური მდგომარეობის სიმყარე გაღელვებთ? ამგვარი შიში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგიერთი გაორმაგებული ენერგიით ეკვეთება საქმეს. ზოგიც შრომის ინტერესს კარგავს და დეპრესიაში ვარდება. თუ გრძნობთ, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ხელებჩამოშვებული ხართ, სიზარმაცის დამარცხება სტრესთან ბრძოლით დაიწყეთ. ნეგატიურ ემოციებზე კონცენტრირებას ნუ მოახდენთ. წარმატებისგან სიამოვნება მიიღეთ. დღე, რომელიც ნაყოფიერი საქმიანობით სავსეა, თავისთავად სევდის წამალია.

გახსოვდეთ, სიზარმაცისაგან გათავისუფლება - ეს ცხოვრების გემოს შეგრძნების შეძენაა.