მსოფლიოს ყველაზე ძვირი სასმელები

მსოფლიოს ყველაზე ძვირი სასმელები

1. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სასმელ წყალს „კორა ნიგარი” ეწოდება. ის შუაგულ ოკეანის სიღრმეში მოიპოვება ჰავაის მახლობლად. ეს იშვიათი წყალი ისხმება 0,6 ლიტრიან და 5 ლიტრიან ბოთლებში. ყველაზე დიდ ჭურჭელში მისი ფასი 2000 დოლარია.

2. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არაყი „დივაა“, რომელიც იფილტრება ჩრდილოეთის მიმოზის ნახშირის, ქვიშისა და ბრილიანტის მტვრის საშუალებით. არყის ბოთლი გაფორმებულია ცირკონებით. სტანდარტული ნახევარლიტრიანი არყის ბოთლის ღირებულება 400–1.000 დოლარია, გააჩნია რა ზომის თვლებითაა მოოჭვილი.

3. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურის ფასი 100.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შამპანური უიშვიათესი ჯიშის ყურძნის რამდენიმე ძირისაგან მზადდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი ძალიან კარგია.

4. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლუდი ბელგიური „ვიელე ბონია”. ლონდონის ბარში ერთი ბოთლი 80 დოლარი ღირს.

5. ტეკილას ყველაზე ძვირადღირებული ბოთლი 2006 წელს 225.000 დოლარად გაიყიდა.

6. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ რომად 1940 წელს იამაიკური კომპანიის მიერ ჩამოსხმული რომი ითვლება, რომლის ერთლიტრიანი ბოთლის ფასი დღეს 53.000 დოლარია. სწორედ ამ რომისგან მზადდება ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი, სახელწოდებით „მაი ტაი”.

7. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვისკი 60 წლიანი დაძველების სასმელია, რომელიც 1926 წელს ჩამოისხა ბოთლებში. დღეს ამ ბოთლის ფასი 38.000 დოლარია.

8. კოქტეილი „დაიმონდს არ ფორევა” ყველაზე ძვირადღირებული სასმელებისგან არ მზადდება, მაგრამ მისი ფასი 11.000 ევროა. საქმე ისაა, რომ ტრადიციული ზეთისხილის ნაცვლად ჭიქაში 1,6 კარატიანი ბრილიანტის თვალი აგდია.