შს მინისტრმა დარიალის ხეობაში მდინარე დევდორაკისთვის გაჭრილი ახალი კალაპოტი დაათვალიერა

შს მინისტრმა დარიალის ხეობაში მდინარე დევდორაკისთვის გაჭრილი ახალი კალაპოტი დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მდინარე დევდორაკისთვის ახალი კალაპოტი ხელოვნურად გაჭრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. ახალი კალაპოტის გაჭრით მეწყერის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება დაიწყო, რაც გაათავისუფლებს დატბორილ ადგილს და ხელს შეუწყობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მდინარე დევდორაკის ხეობაში. ამასთანავე, 11 მოქალაქის ვერტმფრენით გადაყვანა მოხდა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საიდანაც მოხერხდა მათი რუსეთის ტერიტორიაზე გატარება.