აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ფანცულაიამ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

აქციაში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. მომავალში მსგავსი სახის ღონისძიება დეპარტამენტის სხვა რეგიონალურ დანაყოფებშიც იგეგმება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.